ქალები ცვლილებებისათვის

2016 წლის 11მარტს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” ქალთა კვირეულის ფარგლებში კონკურსის „ქალები ცვლილებებისათვის” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კონკურსში პროგრამის პარტნიორი იმერეთის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობდნენ.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე 19 ფინალისტმა წარადგინა პრეზენტაციები, იმ ცნობილი, თუ უცნობი ქალების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების დაცვას, სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას და ცვლილებებს უკეთესი მომავლისათვის.
კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ქეთი ბერძენიშვილი – რადიო „ძველი ქალაქის“ პროგრამების დირექტორი; ნუგეშა გაგნიძე –აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქუთაისის ქალთა კლუბის „ქუთაისი კოლხას“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ორგანიზაციის „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ ქალთა კლუბის თავმჯდომარე; ლალი შენგელია – „ფონდი სოხუმის“ საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელი და გამოცემების რედაქტორი 3 გამარჯვებული გამოავლინა.

დატოვე კომენტარი